COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 283-ს მიაღწია

მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირების 1283 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 15 ადამიანი გარდაიცვალა, 460 - გამოჯანმრთელდა.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

გარდაცვლილები - 74 წლის ადამიანს გულის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა, 59 წლისას - ქრონიკული ლიმფოლეიკოზი.

ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ სააღდგომო ღვთისმსახურება ონლაინ-რეჟიმში გაიმართოს

მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირების 1283 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 15 ადამიანი გარდაიცვალა, 460 - გამოჯანმრთელდა.

ამჟამად 808 პირი მკურნალობას საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში აგრძელებს. აქედან 28-ის მდგომარეობა მძიმეა, 33 ადამიანის - საშუალო სიმძიმის, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.