COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებები გამართა

სამი სახელმწიფოს მეთაურებმა იმსჯელეს იმ ზომებზე, რომლებიც რეგიონში კორონავირუსის პანდემიის შეჩერებისთვის ტარდება.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი – Sputnk. საქართველოს პრეზიდენტმა ვიდეოზარის მეშვეობით მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანთან, ნათქვამია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განხილვის მთავარი თემა რეგიონსა და მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება გახდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა

თავი სომეხ კოლეგასთან საუბრისას ზურაბიშვილმა განიხილა ის ღონიძიებები, რომლებიც ამჟამად ვირუსის შემდგომი გავრცელების შეჩერებისთვის ტარდება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ არსებულ კრიზისულ ვითარებაში ძალზე მნიშვნალოვანია რეგიონული თანამშრომლობა და ურთიერთსოლიდარობა.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს პოსტკრიზისული პერიოდის მომზადებაზე, საჭიროებებსა და ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავების გზებზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საუბრისას ასევე განსაკუთრებულად აღინიშნა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა. ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა სოლიდარობის აქტისთვის ბაქოში, სადაც ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი ქართული დროშის ფერებში განათდა.

მსოფლიო ღამით: ემუქრება თუ არა კაცობრიობას შიმშილობა პანდემიის გამო - გაეროს დასკვნა>>

ალიევმა, თავის მხრივ, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ბრძოლას კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლაში.

ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მძიმე ვითარება მალე დასრულდება, აღდგება დღის პოლიტიკური განრიგი და საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი შედგება.

ბოლო მონაცემებით, რომლებიც მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 336 მოქალაქეს, სამი მოქალაქე მკურნალობისთვის უცხოეთიდან ჩამოიყვანეს, გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა – სამი. კარანტინში იმყოფება 5 ათასი ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 494 პაციენტია.