COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველო ყველა ქვეყანასთან ავიამიმოსვლაზე აკრძალვას ახანგრძლივებს

იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე, ამ პერიოდში ქვეყნის ყველა აეროპორტიც დაკეტილი იქნება
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველო ყველა მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე აკრძალვას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ახანგრძლივებს - 2020 წლის 10 მაისის ჩათვლით, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველომ თავისი ავიასივრცე ყველა ავიაკომპანიისთვის კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე 21 მარტს დახურა. მაგრამ რადგან მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე, ავიამიმოსვლაზე აკრძალვაც ამ ვადამდე გახანგრძლივდა.