COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისში ასაკოვან ბიბლიოთეკარებს პროდუქტებით დაეხმარნენ

ასაკოვანი ადამიანები რისკის ჯგუფში შედიან და ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ჩვენი მხარდაჭერა, ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი – Sputnk. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კარანტინში მყოფი ასაკოვანი თანამშრომლების მხარდაჭერა და მათი პროდუქტებითა და აუცილებელი ნივთებით დახმარება გადაწყვიტეს.

„ყოველ კვირას, ჩემს მეგობრებთან ერთად, გურიაში სამ სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარებით“>>

ამის შესახებ თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა, პოეტმა, პედაგოგმა და ტელეწამყვანმა გიორგი კეკელიძემ განაცხადა.

ბიბლიოთეკარების დახმარება გადაწყვიტეს თვითონ გიორგი კეკელიძემ, რომელიც პანდემიის დღეებში მოხალისედ მუშაობს, და მისმა აქტივისტმა მეგობრებმა.

კეკელიძის ფონდი ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის შვილს დაეხმარება>>

პროდუქტების მიღება ამ ადამიანებისგან 15 აპრილიდან დაიწყეს ბიბლიოთეკის 70 წელს გადაცილებულმა თანამშრომლებმა, ასევე მარტოხელებმა და სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებმა.

ეროვნული ბიბლიოთეკა სისხლის დონორებს მიიღებს

მოხალისეები უსაფრთხოების ყველა წესს მკაცრად იცავენ – არიან დამცავ ნიღბებში, ხელთათმანებში და იცავენ დისტანციას.

„იმ თანამშრომლებს, მათ შორის რამდენიმე ყოფილ ბიბლიოთეკარს, ვინც ახლა თბილისს გარეთ იმყოფება, ჩვენი სახელდახელო ფონდიდან პერიოდულად თანხას დავურიცხავთ. ასე გავიტანთ ერთმანეთს“, – წერს კეკელიძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 336 მოქალაქეს, გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა – სამი. კარანტინში იმყოფება 5 ათასი ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 494 პაციენტია.