პაატა იმნაძე: თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, გვექნება უდიდესი მსხვერპლი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საუბრობს პანდემიის სავალალო შედეგებზე, თუ საზოგადოება რეკომენდაცებს არ დაიცავს.
Sputnik
პაატა იმნაძე: თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, გვექნება უდიდესი მსხვერპლი
„თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, გვექნება უდიდესი მსხვერპლი. ხალხო, ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ის, რაც დღემდე გავაკეთეთ, წყალში ჩაყაროთ... სტატისტიკა ხომ იცით მთელმა საქართველომ ზეპირად, თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში, ოჯახებში. ასე ჩვენ ცოტა ხანში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ ყველამ. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განმარტებით, დღეს მთელი ქვეყანა რისკის ჯგუფია და ვართ იმ საშიშროების წინაშე, რომ საქართველოშიც განმეორდეს იტალია.