COVID-19 - ბოლო ცნობები

გამარჯვების აღლუმი 9 მაისს არ შედგება, განაცხადა პუტინმა

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 27 938 შემთხვევა დაფიქსირდა, ექიმების დაკვირვების ქვეშ 126 ათასი ადამიანია, სულ ჩატარდა 1,6 მილიონზე მეტი ტესტი
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი 9 მაისს კორონავირუსის გავრცელების გამო არ შედგება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე.

რუსი ლიდერის თქმით, დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები დღესასწაულისთვის მომზადების საშუალებას არ იძლევა.

ყველა საზეიმო ღონისძიება, „უკვდავი პოლკის“ ჩათვლით, ჩატარდება მოგვიანებით 2020 წელს, განაცხადა მან.

პუტინი: კორონავირუსთან ბრძოლისთვის მსოფლიოში ექსტრაორდინარული ზომების გატარებაა საჭირო

დღეისათვის რუსეთის 84 რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 27 938 შემთხვევა ფიქსირდება. ყველაზე მეტი დაავადებული მოსკოვშია - 16 146. ინფექციის გავრცელების დაწყებიდან ქვეყანაში 232 ადამიანია გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2 304 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 2 146 291 ინფიცირებულია. გარდაიცვალა 144 104 ადამიანი.

მსოფლიო ლიდერები ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ საგანგებო ზომებს მიმართავენ, წესდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმები, კარანტინზე იკეტება ქალაქები და მთლიანი ქვეყნები.

რუსეთმა, თავის მხრივ, 27 მარტიდან ყველა ქვეყანასთან მთლიანად შეაჩერა ავიაფრენები, გარდა ჩარტერული რეისებისა, რომლითაც უცხოეთიდან რუსეთის მოქალაქეები ბრუნდებიან, 30 მარტიდან კი ყველა საზღვარი დაკეტა. ამასთან, 1 მაისამდე შეზღუდულია უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების ქვეყანაში შესვლა. რუსეთის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი მოქმედებს. მოსკოვში ქალაქში გადაადგილებისთვის პირა თან უნდა იქონიოს სპეციალური საშვი.