საკომენდანტო საათი და დაცარიელებული თბილისი - უკაცრიელი ქალაქის ქუჩების ფოტოები

Sputnik

საკომენდანტო საათი საქართველოს ტერიტორიაზე საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე მოქმედებს. მის დამრღვევებს კი საპატრულო პოლიცია აკავებს. ამგვარი კანონდარღვევისათვის ჯარიმა 3 000 ლარს შეადგენს. ასეთი მკაცრი ზომები ხელისუფლებამ იმისათვის მიიღო, რომ კორონავირუსი COVID-19-ით დაინფიცირების რისკი შემცირდეს.

1 / 17
საქართველოშ საკომენდანტო საათი ბოლოს 1992 წელს გამოცხადდა, საგანგებო მდგომარეობა კი 2003 და 2007 წლებში, 2008 წელს კი ნაწილობრივ
2 / 17
და თუ წარსულში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა კონფლიქტური სიტუაციებით იყო გამოწვეული, დღეს ამის მიზეზი კორონავირუსია. თბილისის სანაპიროზე გამოჩნდა ბანერი, რომელზეც წერია „დარჩი სახლში! დაიცავი სიცოცხლე!“
3 / 17
კორონავირუსი, როგორც ხშირად უწოდებენ, უხილავი მტერია. თუმცა ინფექცია რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ქვეყნის მოსახლეობას ურჩევენ სახლიდან მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ
4 / 17
ცარიელი დედაქალაქი უჩვეულოა მისი მკვიდრებისთვისაც და სტუმრებისთვისაც, თუმცა ამ ყველაფერს არსებული სიტუაცია მოითხოვს
5 / 17
საქართველოში საგანგებო მდგომარეობას მოსახლეობა გაგებით მოეკიდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობას ურჩი მოქალაქეების გარეშე არ ჩაუვლია
6 / 17
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში საგანგებო სიტუაციის და საკომენდანტო საათის დაუმორჩილებლობის 234 ფაქტი გამოვლინდა
7 / 17
ყველაზე მეტი ჯარიმა ორ მეტრიანი დისტანციის დაუცველობისა და სამზე მეტი ადამიანის შეკრების გამო გამოიწერა. წესი 125-მა მოქალაქემ დაარღვია
8 / 17
ამავდროულად მგზავრთა გადაყვანის წესი, რომელიც ავტომობილში მაქსიმუმ სამი ადამიანის ყოფნას მოიაზრებს, სულ 13-მა ადამიანმა დაარღვია
9 / 17
საქართველოში საგანგებო მდგომარეობისა და საკომენდანტო საათის წესების დარღვევისათვის ჯარიმა სამი ათასი ლარია ფიზიკური პირებისათვის, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 15 ათასი ლარი
10 / 17
ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგების აზრით, საქართველო ძალიან ახლოსაა სრული კარანტინის გამოცხადებასთან
11 / 17
ამასთან, საქართველო საკმაოდ ღირსეულად შეხვდა COVID-19-ის გავრცელებას: ხელისუფლებამ ოპერატიულად იმოქმედა და საფრთხესთან ბრძოლა დაიწყო
12 / 17
ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა დაკეტა საზღვრები და ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოსულთათვის სავალდებულო კარანტინი დააწესა
13 / 17
ქვეყნის მთავრობა ყოველრიურად იმეორებს: დღეს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, თუ რა იქნება ხვალ. ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიოში ლეტალური შედეგების რაოდენობა საგანგაშოდ მატულობს
14 / 17
ინფექციონისტების თქმით, ქვეყანაში ინფექციის შიდა გადაცემა გაცილებით დიდია, ვიდრე აღრიცხულია, ამიტომ საფრთხეც გაიზარდა
15 / 17
საქართველოს მოსახლეობას უჭირს გაცნობიერება, რომ მინიმუმ ერთი თვე კიდევ ვერ შეძლებენ სახლიდან გასვლას
16 / 17
თუმცა საშიშროება გადამეტებული არაა: დაინფიცირება ყველგანაა შესაძლებელი - მაღაზიებში, აფთიაქებში, ბენზინგასამართ სადგურებზე, ქუჩაში
17 / 17
ამავდროულად, COVID-19-თან ბრძოლაში საქართველოს წარმატებული გამოცდილება მრავალ ქვეყანაში მაგალითად მოყავთ