COVID-19 - ბოლო ცნობები

„მთელი გზა ვტიროდი, დავიღალე იმის შემოწმებით, ცოცხლები არიან თუ არა“ - ემოციური ვიდეო

ნიუ-იორკში ინტენსიური თერაპიის ექთანი, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობს, ვიდეოჩართვისას ატირდა, როდესაც თავის მომაკვდავ პაციენტებზე ჰყვებოდა. 35 წლის დინეილ შმალი ვიდეოში ამბობს, რომ დაიღალა პაციენტების შემოწმებით – „ცოცხლები არიან თუ არა“.
Sputnik

„მთელი გზა ვტიროდი სახლში რომ ვბრუნდებოდი. მგონია, ადამიანები ვერ ხვდებიან, რამდენად მძიმეა სამედიცინო პერსონალის სამსახური ასეთ სიტუაციაში. მთელი ცხოვრება ვემზადებით ამისთვის, მაგრამ მაინც როგორი რთულია“, – აღელვებული ჰყვება ამერიკელი ექთანი. ის ამბობს, რომ გარდაცვლილებს შორის მისი კოლეგა ექთნები და ექიმებიც არიან.