COVID-19 - ბოლო ცნობები

Facebook-ზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ყალბი აკაუნტი შექმნეს

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იგი საერთოდ არ სარგებლობს სოციალური ქსელებით და, შესაბამისად, ყალბია ყველა ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულ გვერდზე ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტები, რომელთათვისაც ყოველ დილით ბრიფინგს მართავს, გააფრთხილა, რომ ვიღაცამ მისი სახელით ყალბი Facebook-გვერდი შექმნა და ყველაფერი, რაც აღნიშნულ გვერდზე ვრცელდება, სიმართლეს არ შეეფერება.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, იგი საერთოდ არ სარგებლობს სოციალური ქსელებით. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 306 ადამიანს მიაღწია

„მე ფეისბუქი არ მაქვს და საერთოდ არ ვსარგებლობ. ჩემი სახელით Facebook-გვერდი შეიქმნა, ამიტომ, გთხოვთ, იცოდეთ – მე არ ვარ იქ გავრცელებული ინფორმაციების ავტორი და არ მიაქციოთ მათ ყურადღება. მე არ ვსარგებლობ სოციალური ქსელებით. ყველა ეს ინფორმაცია არის ყალბი და არ იფიქროთ, რომ ამას მე ვაქვეყნებ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

როგორც აღმოჩნდა, Facebook-ზე არათუ ერთი, მარინა ეზუგბაიას ოთხი ყალბი გვერდია შექმნილი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ეპიდვითარების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ყოველ დილით აწვდის.