კინორეჟისორი ირაკლი კვირიკაძე COVID-19-ს ებრძვის

ცნობილ ქართველ რეჟისორს, რომელმაც გასულ წელს 80 წლის იუბილე აღნიშნა, კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, ავტორი ფილმებისა „ქვევრი“ და „მოცურავე“, COVID-19-ს ებრძვის. ამის შესახებ მისმა მეუღლემ, რეჟისორმა და მხატვარმა ტომა სტენკომ განაცხადა

„მადლობა შესანიშნავ ექიმებს, რომლებიც საოცრებებს სჩადიან! ირაკლის აქვს შაქრიანი დიაბეტი, გულის პრობლემები და, რა თქმა უნდა, არცთუ ახალგაზრდა ასაკი“, – წერს სტენკო Facebook-ზე.

მხატვარი ყველა ნაცნობსა და ახლობელს მადლობას უხდის ამ რთულ დროს მხარდაჭერისთვის.

„მადლობა ჩემს მეგობრებს, რომელთა მზრუნველობასა და სიყვარულს დიდი მადლიერებით ვიღებ! მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულს. რამდენად დიდი სიყვარულის, სიტყვების პოვნა შეძელით ამ რთულ დღეებში. ესაა გამოცდა თითოეული ჩვენგანისთვის, რომელმაც უცებ გააშიშვლა მთავარი – სიყვარული“, – ამბობს რეჟისორის მეუღლე და ყველას ახლობლების გაფრთხილებას ურჩევს. 

მოსკოვში აჩვენებენ ფილმს „ირაკლი კვირიკაძის გიჟური ისტორიები"

ირაკლი კვირიკაძე კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი და პედაგოგია. დაიბადა 1939 წელს ბათუმში. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 1968 წელს კი რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (გრიგორი ჩუხრაის სახელოსნო). 1974 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი.

კვირიკაძე არის როგორც საკუთარი ფილმების, ასევე სცენარების ავტორი ან თანაავტორი ფილმებისა „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“, „ურჩხული, ანუ ვიღაც სხვა“, „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (1996).

ბოლო წლებში კვირიკაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, საქართველოსა და რუსეთში. ლექციებს კითხულობს მოსკოვში სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლეს კურსებზე, ანდრეი დობროვოლსკისთან ერთად ხელმძღვანელობს მხატვრული ფილმის სარეჟისორო სახელოსნოს თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში.