COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 306 ადამიანს მიაღწია

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 462 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 306 ადამიანს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 462 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 31 მარტიდან კი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.