ლომჯარია: ვერ დავინახე, ხელისუფლებამ შეზღუდა თუ არა რწმენის თავისუფლება
© Sputnik
„ბოლო დღეეების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი საკითხი, რომლის გარშემოც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვაა, უკავშირდება მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებს - როგორ დარეგულირდება ეკლესიაში რიტუალების ჩატარებისა და შეკრების საკითხი და რა პოზიცია ექნება ხელისუფლებას. მე მომეჩვენა, რომ ხელისუფლებას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ზღუდავს თუ არა რელიგიურ შეკრებებს“, - ამბობს ნინო ლომჯარია.
ომბუდსმენის თქმით, მან ვერ დაინახა, შეზღუდა თუ არა ხელისუფლებამ რწმენის თავისუფლება შეკრების თვალსაზრისით.