COVID-19 - ბოლო ცნობები

„სულიკო“ კარანტინში: უკრაინის ოპერეტის მსახიობებმა ქართული ჰიტი შეასრულეს

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბევრმა მიმართა სიმღერას, როგორც სოლიდარობის გამოხატვის შესანიშნავ საშუალებას.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. უკრაინის ოპერეტის ეროვნული თეატრის გუნდის მსახიობებმა ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკო“ ვირტუოზულად შეარულეს და ვიდეო თეატრის Facebook-გვერდზე განათავსეს. ვიდეორგოლმა მრავალი ადამიანის აღტაცება გამოიწვია.

თვითიზოლაციის პირობებში უკრაინელმა მომღერლებმა შეძლეს ონლაინ „შეკრება“ და ქართველების საყვარელი სიმღერა შეასრულეს.

„მეგობრებო, უკრაინის ოპერეტის ეროვნული თეატრის გუნდის მსახიობებმა a cappella შეასრულეს ლამაზი ქართული სიმღერა ნიკოლაი ჯუფერისა და რულან კირშის არანჟირებით. ეს კომპოზიცია უკრაინის ეროვნული ოპერეტის ცნობილ კონცერტებზე ჟღერდა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. იქვე მომხმარებელს სთავაზობენ, გამოიცნონ სიმღერის სახელწოდება და კომენტარებში დაწერონ.

ქართველმა „რობერტინო ლორეტიმ“ კორონავირუსის პანდემიას სიმღერა მიუძღვნა

შემსრულებლებმა, იმისთვის, რომ ქართული სიმღერა a cappella შეესრულებინათ, ვოკალური პარტიები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩაწერეს და შემდეგ შეაერთეს ხმები.

ვიდეომ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. მას აქვს ათასზე მეტი მოწონება და 300-ზე მეტი კომენტარი.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბევრმა მიმართა სიმღერას, როგორც სოლიდარობის გამოხატვის საშუალებას. მაგალითად, ქართველებმა უფრო ადრე, იტალიელების მხარდაჭერის ნიშნად, ჩაწერეს ტოტო კუტუნიოს L'Italiano.

ამას ყურადღება თავად ტოტო კუტუნიომაც მიაქცია და აღნიშნა, რომ სიმღერა საერთაშორისო ჰიმნი, იმედისა და ერთიანობის სიმბოლო გახდა.