„ჯოჯოხეთი დატრიალდა, გუშინ ბედნიერი იყო...“- ნიკა გვარამია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. აღმოჩნდა, რომ ნიკა გვარამიას ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაცვის წევრმა და მძღოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ინფორმაციას ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ადგილი ჰქონდა სუიციდს. გვარამიას თქმით, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მას ესაუბრა და ის ბედნიერი იყო, თუმცა მალევე გადაწყვიტა, რომ საყვარელი ადამიანები დაეტოვებინა.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო ნიკა გვა­რა­მი­ას პი­რა­დი დაც­ვა ჰყავ­და და სამ­ხა­რა­ძე მას მუდ­მი­ვად თან ახ­ლდა.