COVID-19 - ბოლო ცნობები

დადგენილია კორონავირუსის ფუნდამენტური თავისებურება: მსოფლიოს უძლიერესი მეცნიერების დასკვნა

მაქს კრისპინის გუნდს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ვირუსების თავისებურებების კვლევაში, სწორედ მათ გააკეთეს საკვანძო აღმოჩენები აიდ–ინფექციის თავისებურებების განსაზღვრისას
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. გამოვლენილია დაავადება COVID–19–ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2–ის ფუნდამენტური თავისებურება, იუწყება პორტალი phys.org საუთჰემპტონის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით. 

ფაქტები მოკლედ: ის, რაც არ იცით COVID-19-ისა და მისი გამომწვევი ვირუსის შესახებ

სწავლულებმა გაარკვიეს, რომ ახალი კორონავირუსის გარსი არც ისე მკვრივია, როგორც ეს სხვა სასიკვდილო ინფექციების, მაგალითად, აიდ–ინფექციის შემთხვევაშია. SARS-CoV-2–ს აქვს გლიკანებით (პოლისაქარიდები) დაფარული უამრავი წვეტი, რომლებიც ნიღბავს ვირუსულ ცილებს და ეხმარება უჯრედებზე მიმაგრებასა და შემდეგ შიგნით შეღწევაში.  

მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი მაქს კრისპინი ხელმძღვანელობდა, შეისწავლა რა გლიკანების სტრუქტურა, დაადგინა, რამდენად მისაწვდომია ვირუსული ცილის ზედაპირი ანტისხეულებისთვის. მეცნიერების თქმით, ამას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს COVID–19–ის ვაქცინის შექმნის კუთხით.

„შაქრით დაფარული ვირუსი ჰგავს კრავის ტყავში გახვეულ მგელს. თუმცა ჩვენი კვლევის ერთ–ერთი საკვანძო დასკვნა ისაა, რომ შაქრის რაოდენობის მიუხედავად, ეს კორონავირუსი არც ისე დაცულია, როგორც ზოგი სხვა“, — განაცხადა კრისპინმა.

მისი თქმით, მაგალითად, აიდ–ვირუსს ძალიან მკვრივი გარსი აქვს, რომელსაც იმუნური სისტემის წინააღმდეგ ფარად იყენებს. კორონავირუსის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა — მისი გარსი ნაკლებად მკვრივია, რაც იმუნურ სისტემას აძლევს საშუალებას, იოლად გადალახოს დაბრკოლება და ანტისხეულების მეშვეობით გაანეიტრალოს ვირუსი.

„ათჯერ უფრო მომაკვდინებელი“: გებრეისუსმა COVID-19 ღორის გრიპს შეადარა

„ის მოქმედებს პრინციპით, „დააინფიცირე და გაიქეცი“, გადადის რა ერთი ადამიანიდან მეორეზე“, — განმარტავს პროფესორი.

აღსანიშნავია, რომ მაქს კრისპინის გუნდს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ვირუსების თავისებურებების კვლევაში, სწორედ მათ გააკეთეს საკვანძო აღმოჩენები აიდ–ინფექციის თავისებურებების განსაზღვრისას. ამ დროისათვის გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორ როჟიერ სანდერსთან, რომელიც COVID–19–ის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს.