COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ექიმებმა ვერ შეძლეს 87 წლის პაციენტის გადარჩენა, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი და იშემიური დაავადება ჰქონდა
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 1197 შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

გასულ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 62 ადამიანი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

თბილისი იკეტება – საქართველოს ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს ამკაცრებს

1933 წელს დაბადებულ მოქალაქის ანალიზები, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი და იშემიური დაავადება ჰქონდა, დადებითი აღმოჩნდა. ექიმების მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან აზერბაიჯანში გამოჯანმრთელდა 351 ადამიანი, 13 გარდაიცვალა, 833 პირი მკურნალობას საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში აგრძელებს.

აქედან 24-ის მდგომარეობა მძიმეა, 28 ადამიანის - საშუალო სიმძიმის, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.