პარფიონოვმა YouTube-ზე გამოაქვეყნა პირველი ფილმი ციკლიდან „რუსი ქართველები“

ფილმის გმირები არიან პეტრე ბაგრატიონი, ლავრენტი ბერია, ნიკო ფიროსმანაშვილი, ჯორჯ ბალანჩინი და მრავალი სხვა. სურათს წითელ ზოლად გასდევს იოსებ სტალინის ხაზი და მისი მნიშვნელობა რუსეთის ისტორიაში.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პირველი ფილმი ციკლიდან „რუსი ქართველები“ გამოაქვეყნა YouTube-ზე ცნობილმა ჟურნალისტმა ლეონიდ პარფიონოვმა. დოკუმენტური სურათის ნახვა შესაძლებელია ოფიციალურ YouTube-არხზე Parfenon.

„რუსი ქართველები“ დიდი პროექტის ნაწილია. რუსი ებრაელების შესახებ ტრილოგია გამოვიდა 2016–2017 წლებში და ის ხელმისაწვდომია ქსელში. ჩანაფიქრშია ასევე რუსი გერმანელების ისტორიის პროექტის განხორციელება.

ქართველების შესახებ დილოგიის პირველი ფილმი მოიცავს მე-19 საუკუნის დასაწყისიდან 1939 წლამდე პერიოდს. კინოპროექტში მოთხრობილია ქართველების ისტორიული როლის შესახებ რუსეთისა და საბჭოთა პოლიტიკაში, კულტურასა და მეცნიერებაში.

ქართველი მსახიობი რუსი რეჟისორის ფილმში სერგო ორჯონიკიძეს განასახიერებს

ფილმის გმირები არიან: მთავარსარდალი პეტრე ბაგრატიონი, პოლიტიკოსი ლავრენტი ბერია, გენიოსი მხატვარი ნიკო ფიროსმანი, რუსეთის იმპერატრიცას ყოფილი ფრეილინა მერი ერისთავი (შერვაშიძე), ქორეოგრაფი ჯორჯ ბალანჩინი (ბალანჩივაძე) და მრავალი სხვა. სურათს წითელ ზოლად გასდევს იოსებ სტალინის ხაზი და მისი მნიშვნელობა რუსეთის ისტორიაში.

„ესაა ტრილოგიის ძველი ჩანაფიქრი სამ ერზე, რომლებიც რუსულ ცივილიზაციაში, რუსულ კარიერაში, რუსულ ელიტაში განსაკუთრებით მასობრივად და კაშკაშად შემოვიდნენ. ესენი არიან რუსი გერმანელები, რუსი ქართველები და რუსი ებრაელები. ცხადია, რომ რუსეთის იმპერიაშიც და საბჭოთა კავშირშიც გარუსება დიდი კარიერის უცილობელი პირობა იყო. თავიანთი დამსახურება აქვთ რუს თათრებს, რუს სომხებს და სხვებს, მაგრამ მე მაინც ამ სამი ხალხის შესახებ მოგითხრობთ, რომელთა წარმომადგენლებიც იყვნენ რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მმართველები ან თანამმართველები გარკვეულ ეტაპებზე, ამასთან, მოსახლეობის უმეტესობა მათ არა უცხოდ, არამედ თავისიანად აღიქვამდა“, – მოგვითხრობს პარფიონოვი ფილმის წინასიტყვაობაში.

ფილმის გადაღებების ნაწილი, ქართველი მსახიობების მონაწილეობით, საქართველოში მიმდინარეობდა.