ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 16 აპრილს

ხუთშაბათს, ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 9 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი პლუს 15 გრადუსი იქნება.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnk. სინოპტიკოსები თბილისში ხუთშაბათს, 16 აპრილს ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 06:18 საათზე ამოვა და 19:43 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 9 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი პლუს 15 გრადუსი იქნება.

ქარის სიძლიერე წამში 10–15 მეტრი იქნება, დროგამოშვებით 20–25 მეტრამდე გაძლიერდება.