ყვითელი ამბები

„ძველი ფოტო, ძველი ტატუ“- მანიკა ასათიანმა ზურგზე დახატული ტატუ პირველად გამოაჩინა

„ინსტაგრამზე“ წამოწყებული გულახდილი გამოკითხვა, გულახდილი პასუხებით დამთავრდა. მანიკა ასათიანმა საკუთარი ტატუ პირველად გამოაჩინა. რა დაიხატა ტელეწამყვანმა წლების წინ?
Sputnik

პოპულარული ტელეწამყვანი თავმდაბლობითა და პოზიტიური განწყობით უამრავ მაყურებელს შეაყვარა თავი. სტუდენტობის პერიოდში დაწყებული სატელევიზიო კარიერა დღემდე დიდი წარმატებით გრძელდება. მანიკა ასათიანმა ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი დაიკავა. მოდელს ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც ძალიან პატარა ასაკში გააჩინა, თუმცა ამ ნაბიჯს არ ნანობს და პატარა გიორგისთან ერთად იზრდება, სწავლობს და იხვეწება.

თვითიზოლაციის პირობებში უამრავმა სელებრითმა წამოიწყო Instagram- ის გამოკითხვა. უამრავ მესიჯს შორის მანიკას ტატუს არსებობაზე ჰკითხეს. პოპულარულმა წამყვანმა თაყვანისმცემლები შეცდომაში არ შეიყვანა და პირველად გამოაჩინა პატარა ტატუ, რომელიც მას ზურგზე აქვს დახატული. „ტატუ თუ გაქვს, გვანახე“ მიწერა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მანიკას. ყოფილმა მოდელმა შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა. მანიკას ღრმად ამოღებული კაბა აცვია, რომელზეც მისი ტანი კარგად ჩანს. ფოტოს წარწერა old photo, old tattoo ახლავს.  სავარაუდოდ ტელეწამყვანს family love აწერია, ანუ ოჯახის სიყვარული.

მისი სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი,  თვალ-წარბი, სიმაღლე- მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისათვის მისაბაძია. მანიკა- მოდელი, ხოლო მისი მეუღლე ბექა წივწივაძე- კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი- გიორგი გააჩინა.