ლაგოდეხში მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია მისი ძმისშვილი

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და მას ხშირად სტუმრობდა ძმისშვილი, რომელსაც პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მსხალგორში მკვლელობა მოხდა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა მისმა ძმისშვილმა, რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს. 

ადგილობრივები აცხადებენ, რომ შუახნის მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და მას ხშირად სტუმრობდა ძმისშვილი, რომელსაც პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, თუმცა მკვლელობის მოტივზე ვერ საუბრობენ.

მკვლელობის ადგილზე კრიმინალისტები იმყოფებიან.

ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.