„ქალაქი იძინებს...“: თბილისის ქუჩები საკომენდანტო საათის დროს - ვიდეო

დაცარიელებული ქუჩები, სიჩუმე, გზებზე კი მხოლოდ პატრული - ასე გამოიყურება თბილისი ყოველ ღამით 21:00 საათიდან. როგორ მიმდინარეობს საკომენდანტო საათი ქვეყნის დედაქალაქში, იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში
Sputnik

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა, ხოლო 31 მარტიდან დაწესდა საკომენდანტო საათი საღამოს 21:00-დან დილის 06:00-მდე - ამ დროს მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩაში გასვლა სპეციალური ნებართვის გარეშე. 

კარანტინი და ბზობა: მორწმუნეები თბილისში კორონავირუსს არ შეუშინდნენ - ფოტო

საკომენდანტო საათის მოქმედების პერიოდში დაახლოებით 1400 დარღვევა დაფიქსირდა. ჯარიმა საკმაოდ დიდია - სამი ათასი ლარი.

შეზღუდვებისა და აკრძალვების სიაში შევიდა ტაქსის მუშაობისა და მსუბუქი ავტომობილების მკაცრი რეგლამენტი: არ შეიძლება ორზე მეტი მგზავრის აყვანა, ორივე მათგანი უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის ერთად შეკრება, გარდა მაღაზიებისა და აფთიაქების, აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საღამოს ცხრა საათის დადგომამდე.