კარანტინი და ბზობა: მორწმუნეები თბილისში კორონავირუსს არ შეუშინდნენ - ფოტო

Sputnik

ბზობას ბიბლიური ისტორიის ერთ-ერთი მოვლენა აღინიშნება: იესო შევიდა იერუსალიმში, სადაც იგი ჯვარს უნდა ეცვათ. ქალაქის მოსახლეობა, რომელთაც სასწაულის შესახებ ამბები გაეგოთ, იესოს შეეგებნენ როგორც მეფესა და მესიას - სწამდათ, რომ ის მათ რომაული მმართველობისგან გაათავისუფლებდა. იერუსალიმისკენ მიმავალს ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს.

ასე დაიბადა ბზობის დღესასწაული და ეკლესიაში ბზის (პალმის ნაცვლად) კურთხევის ტრადიცია. ღვთისმსახურების შემდეგ ბზას ხატებთან ათავსებენ და მომავალ წლამდე ინახავენ.

თბილისში და მთელ საქართველოში ბზობა ყველა მოქმედ ეკლესიასა და ტაძარში აღინიშნა.

1 / 25
ბევრმა მორწმუნემ უსაფრთხოების ზომებს მიმართა და გაიკეთა ნიღაბი
2 / 25
და ხელთათმანები. დღე ეს უკვე აღარავისთვისაა გასაკვირი
3 / 25
დილიდან საქართველოს ეკლესიებში და მათ ტერიტორიებზე ბზები იყიდებოდა
4 / 25
ზოგიერთი ბზებით პირდაპირ ავტომობილიდან ვაჭრობდა
5 / 25
შესაძლოა, კორონავირუსის გამო ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვალა, თუმცა ზოგიერთი მოვაჭრის სიჯიუტე უცვლელი დარჩა
6 / 25
მაგრამ მორწმუნეები თავად არიან ფრთხილად
7 / 25
ტაძრებთან ახლა პოლიცია მორიგეობს, რათა დაცული იყოს წესრიგი და საკარანტინო წესები
8 / 25
ბზის შეძენისას ადამიანები დაკვირვებულად იქცეოდნენ
9 / 25
საკარანტინო ზომებისა და შეზღუდვების გამო, სავალდებულო გახდა დისტანციის დაცვა
10 / 25
თუმცა ადამიანები თავად იცავენ დისტანციას ერთმანეთისგან
11 / 25
ასე ანთებდნენ მორწმუნეები თბილისის გარეუბანში ერთ-ერთ ეკლესიასთან. მომლოდინეები მოთმინებით უცდიდნენ საკუთარ ჯერს
12 / 25
საზეიმო ღვთისმსახურება სამებაში ილია მეორემ გამართა. მისი თანმხლები პირები პირბადებს ატარებდნენ
13 / 25
მლოცველები სამებაში ერთმანეთისგან დისტანციას იცავდნენ
14 / 25
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ერთმანეთისგან დისტანცირება კორონავირუსით დაინფიცირების ერთ-ერთი პრევენციული ზომაა
15 / 25
თუმცა ზოგიერთ ტაძარში მორწმუნეებს შორის დისტანცია ნაკლები იყო
16 / 25
იმედი, რწმენა და უკეთესო მომავალი - ალბათ ეს მიზნები აერთიანებდა დღესასწაულზე შეკრებილ მორწმუნეებს
17 / 25
ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც სახლში ყოფნისკენ მოუწოდებენ, ასევე მივიდნენ ეკლესიაში
18 / 25
შესაძლოა, იმედი და რწმენა არის ის, რაც ბევრ ადამიანს ახლა ყველაფერზე მეტად ჭირდება
19 / 25
ამიტომ კორონავირუსის შიში უკან იხევს. ეკლესიაში მიმავალ ადამიანებს ამოძრავებს გრძნობები, რომლებიც, ტრადიციის გარდა, მათი ცხოვების მნიშვნელოვანი ნაწილია
20 / 25
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებიც გადაღებულია რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან
21 / 25
ერთი შეხედვით, ბზით ვაჭრობა ხალხმრავლობის მიზეზი გახდა, თუმცა, გასულ წელთან შედარებით, ხალხის რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო
22 / 25
ასე გამოიყურებოდა ბზობას წმინდა პეტრეს და პავლეს კათოლიკური ტაძარი. კათოლიკური სამყარო წელს აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს
23 / 25
ასე ჩაიარა დღესასწაულმა თბილისში
24 / 25
უკეთესი მომავლის იმედითა და რწმენით
25 / 25
მართლმადიდებლურ აღდგომას საქართველოში მომავალ კვირას, 19 აპრილს აღნიშნავენ