COVID-19 - ბოლო ცნობები

ქობულეთის ოთხ სოფელში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დაწესდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. დღემდე სრული კარანტინი გამოცხადებული იყო მარნეულის, ბოლნისის და ლენტეხის რაიონებში.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინსიტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება, განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპირეკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

„გირჩი“ საგანგებო მდგომარეობის წინააღმდეგ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს >>

კერძოდ, სპეიცალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება ოთხ სოფელში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში.

„აჭარაში კონტაქტების საკმაოდ ფართო წრე დადგინდა და ჩვენ გვიწევს მივმართოთ ღონისძიებების გამკაცრებას. ქობულეთის რამდენიმე სოფელში - ლეღვაში, მუხაესტატეში, გვარაში და  წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინე პირობები წესდება. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჭიროებენ მედიკამენტის ან პროდუქტის შეძენას ან სამედიცინო მომსახურების მიღებას. მათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება მხოლოდ მკაცრი პროტოკოლის დაცვის შემთხვევაში შეეძლებათ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 63 პირი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. დღემდე სრული კარანტინი გამოცხადებული იყო მარნეულის, ბოლნისის და ლენტეხის რაიონებში.

12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 252-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 63, გარდაიცვალა 3. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 4929 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 405  პაციენტია.