საჭირო მომენტში ორივე პრეზიდენტი ივიწყებს უთანხმოებას: პესკოვის კომენტარი

მანამდე დონალდ ტრამპმა, ვლადიმირ პუტინმა და საუდის არაბეთის მეფემ ნათობის ბაზარზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს და დაადასტურეს, რომ განწყობილნი არიან კოორდინირებული მუშაობისთვის
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. აშშ–ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებებმა ნავთობის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ აჩვენა, რომ საჭირო მომენტებში მათ შეუძლიათ უთანხმოებების დავიწყება და კონსტრუქციული დიალოგის წარმოება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. 

„რისკები რჩება“: ექსპერტმა OPEC+-ის შეხვედრის შედეგები შეაფასა

„საჭირო მომენტში ორივე პრეზიდენტს აქვს სტრატეგიული უთანხმოებებისგან აბსტრაგირებისა და ტაქტიკურტად ძალიან კონსტრუქციული დიალოგის წარმოების უნარი. მათ აბსოლუტურად ესმით ერთმანეთის, აცნობიერებენ ერთობლივი ქმედებების უალტერნატივობას. ეს ს რულად გამოჩნდა ორი   ბოლო სატელეფონო საუბრისას“, — განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობაზე „საუბარი არ არის“. მისი თქმით, ორი სახელმწიფოს მეთაურის ხშირი კონტაქტებიც კი არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაო დონეზე ვაშინგტონის თვალსაზრისი ქვეყნის მეთაურის თვალსაზრისთან შესაბამისობაშია. 

„პირიქით, იქ კვლავ ბატონობს ძველი სტერეოტიპები და... რუსოფობია“, — განაცხადა პესკოვმა. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა, ვლადიმირ პუტინმა და საუდის არაბეთის მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ–საუდიმ ნათობის ბაზარზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს და დაადასტურეს, რომ განწყობილნი არიან კოორდინირებული მუშაობისთვის. ამასთან კრემლმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი, ამერიკული მხარის ინიციატივით,  ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს იგივე თემაზე.