COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ სომხეთში ათასს გადააჭარბა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულმა ცენტრმა სომხეთში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1013-მდე გაიზარდა, იუწყება „Sutnik-სომხეთი“

11 აპრილის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 977-ს შეადგენდა, გარდაცვლილთა რიცხვი - 13-ს. გამოჯანმრთელდა 197 ადამიანი, მკურნალობას 803 პაციენტი აგრძელებს. უარყოფითი პასუხი 7164 პაციენტს აღმოაჩნდა.

აშშ-დან დაბრუნებული მოსწავლეები ორ საკარანტინო ზონაში გადაანაწილეს

აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევები უფრო მასობრივი ტესტირების შედეგად გამოვლინდა. შედარებისთვის, ორი დღის წინ ერთ დღე-ღამეში 200-300 ტესტი ტარდებოდა. 10 აპრილიდან გადაწყდა, რომ ერთ დღე-ღამეში ტესტი ათასამდე და მეტ მოქალაქეს ჩაუტარდება.

სომხეთის ხელისუფლებამ 16 მარტიდან 14 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო, ხოლო 1 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პირობები გამკაცრდა.

ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია. მოქალაქეების და მანქანების გადაადგილების კონტროლის მიზნით მოწყობილია გამშვები პუნქტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. სამსახურში წასვლისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა. საჯარო უწყების შემთხვევაში ასეთ ცნობას ცვლის სამსახურებრივი მოწმობა.