COVID-19 - ბოლო ცნობები

კახეთი მწვანე ზონად რჩება: კორონავირუსი 15 პაციენტიდან არც ერთს დაუდასტურდა

რეგიონში ამ დრომდე ეპიდსიტუაცია ისევ სტაბილურია და კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. კახეთიდან კორონავირუსზე გაგზავნილი 15 ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქობულეთის ოთხ სოფელში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დაწესდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, რეგიონის 11 საკარანტინო ზონაში 414, ხოლო თვითიზოლაციაში 2 მოქალაქე რჩება.

რეგიონში ამ დრომდე ეპიდსიტუაცია ისევ სტაბილურია და კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 252-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 63, გარდაიცვალა 3. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 4929 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 405  პაციენტია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. სრული კარანტინი გამოცხადებულია მარნეულის, ბოლნისის, ლენტეხის რაიონებში და ქობულეთის ოთხ სოფელში.