როგორ ჩაიარა ბზობამ თბილისში კარანტინის პირობებში - ვიდეო

ქვეყანაში მოქმედი საკარანტინო ზომებისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში ბზობას აღნიშნავენ - მართლმადიდებლური ეკლესიის თორმეტიდან ერთ-ერთ ყველაზე მთავარი დღესასწაულს
Sputnik

დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოში ოდითგანვე ბზობას უწოდებდნენ, ქვეყნის ყველა ეკლესიაში ლიტურგიები აღევლინება.

თუმცა წელს საეკლესიო რიტუალების ჩატარება მკვეთრად განსხვავდებოდა ტრადიციულისგან. მორწმუნეები ვალდებულები იყვნენ დაეცვათ ორ მეტრიანი დისტანცია. პატარა ტაძრებში მორწმუნეები ეკლესიების ეზოებში იდგნენ. ღვთისმსახურება საკომენდანტო საათის ნორმების დაცვით აღევლინება და 21:00 საათამდე სრულდება.

ბზობის დღესასწაულს საეკლესიო კალენდარში ერთი თარიღი არ გააჩნია - ის აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ბზობა დიდი მარხვის ბოლო კვირას აღინიშნება.