COVID-19 - ბოლო ცნობები

მედიცინის დოქტორი: საქართველო კორონავირუსის გავრცელებით ევროპას ერთი თვით ჩამორჩება

საქართველო პიკის შესაძლო განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება, განაცხადა ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა.
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საქართველო ევროპაში განვითარებულ მოვლენებს დაახლოებით ერთი თვით ჩამორჩება, აცხადებს მედიცინის დოქტორი, ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსი შოთა ცანავა.

რატიანი: დღეს ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით

11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 233-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 56, გარდაიცვალა 3. გარდა ამისა, საქართველოს 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 4856 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.

„ჩვენ ვართ დროში ოდნავ უკან იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც ევროპაში განვითარდა. ეს დაახლოებით ერთი თვეა. ჩვენ ვართ პიკის შესაძლო განვითარების საწყის ეტაპზე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიამაყოთ ძალიან, რომ გვაქვს ასეთი ბრწყინვალე შედეგები და არც უნდა უგულებელვყოთ ეს შედეგები და საფრთხე, რომელიც შეიძლება განვითარდეს. მე არავის არ ვაშინებ, უბრალოდ ჩემი მოვალეობაა ექსპერტული ცოდნა გაგიზიაროთ“, - განაცხადა ცანავამ.

მისი თქმით, საქართველოში დასნებოვნების დაბალი მაჩვენებელია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.