ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 13 აპრილს

საქართველოს დედაქალაქში ორშაბათს იქნება მზიანი და მშრალი, თუმცა აპრილისთვის ცივი ამინდი - დღისით ჰაერი 14 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი – Sputnk. სინოპტიკოსები თბილისში ორშაბათს, 13 აპრილს მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 06:23 საათზე ამოვა და 18:39 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს ხუთი, დღისით მაქსიმალური კი პლუს 14 გრადუსი იქნება.

ქარის სიძლიერე წამში 8-13 მეტრი იქნება.