COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება 233 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 233 პირს, აქედან გამოჯანმრთელდა 54 , გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4672, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 373 პაციენტია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული 3 საქართველოს მოქალაქე
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ორით გაიზარდა, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. 

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 233 პირს, საიდანაც გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4672, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 373 პაციენტია.

აქამდე საქართველოში კორონავირუსით დადასტურებულ ინფიცირებულთა რაოდენობად დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრი 234 ადამიანს ასახელებდა, თუმცა ახლა stopcov.ge-ს ახალი კატეგორია დაემატა, სადაც ცალკე გამოიყო საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ სამი ადამიანი ახალ კატეგორიაში გადავიდა, ხოლო უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გახდა 233. შესაბამისად დღეს დილით კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.