თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნიგერიის მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში 1986 წელს დაბადებულმა კ.ო.-მ თავის საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვან გერს - 2003 წელს დაბადებულ ი.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა, არასრულწლოვანი წევრის მიმართ წინასწარი შეცნობით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.