მსოფლიო დღეს

ოკეანოლოგებმა გიგანტური შხამიანი მტაცებელი აღმოაჩინეს: ვრცელდება ვიდეო

შმიდტის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ინდოეთის ოკეანეში იპოვეს უზარმაზარი სიფონოფორა, რომლის სიგრძეც 50 მეტრია.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ოკეანოლოგებმა ინდოეთის ოკეანეში გიგანტური სიფონოფორა აღმოაჩინეს და ღრმაწყლოვანი აპარატის დახმარებით ვიდეოზე აღბეჭდეს.

ვიდეოკადრები შმიდტის ინსტიტუტის Twitter-ზეა გამოქვეყნებული, რომლის სპეციალისტებსაც ეკუთვნით ეს აღმოჩენა.

​მეცნიერების თქმით, გიგანტური სიფონოფორას გარე წრის დიამეტრი დაახლოებით 15 მეტრია, ხოლო სიგრძე 50 მეტრს აღწევს.  

„სრულიად სარწმუნოა, რომ ეს ყველაზე დიდი ეგზემპლარია მათ შორის, რაც მეცნიერებისთვისაა ცნობილი“, — ნათქვამია ინსტიტუტის განცხადებაში.

ამერიკელი ბიოლოგი რებეკა ჰელმი ვარაუდობს, რომ შმიდტის ინსტიტუტის ოკეანოლოგების მიერ ნაპოვნი სიფონოფორა ათობით და შესაძლოა ასობით წლის განმავლობაშიც ვითარდებოდა. ბიოლოგის თქმით, მის მიერ ნანახ ეგზემპლართა დიდი ნაწილი სიგრძით ერთ მეტრზე მეტი არ ყოფილა.

სიფონოფორები — ეს წყალქვეშა მტაცებელი კოლონიებია, რომლებიც ათასობით მცირე კლონებისგან შედგება. მათი ზოგი სახეობა ადამიანისთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს.