COVID-19 - ბოლო ცნობები

მსოფლიო ღამით: ცხვრები კარუსელზე, ექსკლუზიური მაისურები „რომასგან“ და დაწუნებული ნიღბები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 2020 წელს მსოფლიო მანამდე „არნახულ“ ეკონომიკურ კრიზისს შეეჯახება.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 601 984 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 95 731 და განკურნებულია 355 066 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან.  

დარჩება თუ გაქრება: მეცნიერები ვირუს SARS-CoV-2-ზე ახალ კვლევას აქვეყნებენ

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 466 033 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (153 222), მესამეზე — იტალია (143 626). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 63-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

COVID-19-ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენა, რომლებიც 9–10 აპრილის ღამით მოხდა მსოფლიოში, ასე გამოიყურება: 

  • იტალიური საფეხბურთო კლუბი „რომა“ 500 ექსკლუზიურ მაისურს გაყიდის და მიღებულ თანხას COVID-19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს. თითო მაისურის ფასი 192,7 ევროა;
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 2020 წელს მსოფლიო მანამდე „არნახულ“ ეკონომიკურ კრიზისს შეეჯახება;
  • გაერომ მშვიდობისმყოფელთა ძალების როტაცია ივნისის ბოლომდე შეაჩერა;
  • ​ბრიტანელმა გარეტ უილიამსმა გადაიღო ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ერთობიან ცხვრები დაცარიელებულ პარკში კარუსელებზე;
  • რუსეთში მოხერხებული მოქალაქეები მიხვდნენ, როგორ უნდა იშოვონ ფული მკაცრი კარანტინის პირობებში და უფასო განცხადებების საიტებზე პოლიციელებისა და კურიერების ეკიპირების გაყიდვა დაიწყეს. ამ უკანასკნელებს ქალაქში მოძრაობა არ ეკრძალებათ.
„გთავაზობთ სამართალდამცველის „მასკიროვკას“. კარანტინის მიუხედავად, მაინც არსებობს უამრავი მიზეზი ქუჩაში გასასვლელად, და ასეთ შემთხვევაში ეს კოსტიუმი დაგეხმარებათ — პოლიციელები არ შეგაწუხებენ“, — ნათქვამია ერთ-ერთ განცხადებაში;
  • ბელგიამ ჯერ კიდევ გასულ თვეში შეძენილი FFP2 ტიპის ნიღბების 3-მილიონიანი პარტია დაიწუნა, რომლებიც საავადმყოფოებისთვის იყო განკუთვნილი და, შესაბამისად, დაცვის მაღალი მახასიათებლები უნდა ჰქონოდათ. მაგრამ ლაბორატორიულმა ტესტირებამ მათი ვარგისიანობა არ დაადასტურა. რომელი ქვეყნის წარმოებისაა ნიღბები, არ დააკონკრეტეს; 
  • ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს, ის თავს კარგად გრძნობს და შესანიშნავ განწყობაზეა. სამთავრობო წყაროების ინფორმაციით, პრემიერი საქმიანობას ერთ თვეში დაუბრუნდება...