COVID-19 - ბოლო ცნობები

ახალი კორონავირუსის გენომი მთლიანად გაშიფრულია: პირველი გენური რუკა მაღალი დეტალიზაციით

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ SARS-CoV-2-ის გენომი მრავლად შეიცავს ე.წ. სუბგენომურ RNA-ს, რომელთა ფუნქციები მათთვის ჯერჯერობით ბოლომდე გასაგები არ არის.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. კორეელმა მიკრობიოლოგებმა ახალი კორონავირუსის მაღალი დეტალიზაციის პირველი გენური რუკა შეადგინეს და აღმოაჩინეს, რომ SARS-CoV-2-ის გენომი მრავლად შეიცავს ე.წ. სუბგენომურ რიბონუკლეინის მჟავას (RNA), რომელთა ფუნქციები ბოლომდე გაუგებარია. 

ყურადღება მიქციეთ კანს: ფრანგი მეცნიერები COVID-19-ის ახალ სიმპტომს ასახელებენ

კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Cell.

„ეს SARS-CoV-2-ის უბრალოდ დეტალიზაცია არ არის. ჩვენ აღმოვაჩინეთ უამრავი ახალი RNA და ასევე ვირუსული RNA-ს მრავლობითი უცნობი ქიმიური მოდიფიკაციები“, — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, სამხრეთ კორეის ფუნდამენტურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი კიმ ნარი.

კვლევის ავტორების აზრით, მოდიფიცირებულ RNA-ს შესაძლოა ახალი თვისებები აღმოაჩნდეს, რომლებიც განსხვავებული იქნება არამოდიფიცირებულებისგან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ერთნაირი გენეტიკური ინფორმაციის მატარებლები იქნებიან.

მიკრობიოლოგები ვარაუდობენ, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდის მიგნება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ RNA-ს უცნობ მახასიათებლებს გაშიფრავენ.

ფაქტები მოკლედ: ის, რაც არ იცით COVID-19-ისა და მისი გამომწვევი ვირუსის შესახებ>>

„ჯერჯერობით უცნობია, რას ემსახურება ეს მოდიფიკაციები, თუმცა, შესაძლოა, ისინი ვირუსს პატრონი უჯრედის თავდასხმისგან იცავდნენ“, — აღნიშნავს პროფესორი კიმი.

კვლევის ავტორებს იმედი აქვთ, რომ SARS-CoV-2-ის მაღალი დეტალიზაციის რუკა მათ გენების ყოველი ბიტის მოძებნაში დაეხმარება ვირუსის ყველა RNA-სა და მის ყველა მოდიფიკაციაში. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათი კვლევა ხელს შეუწყობს ვირუსის დიაგნოსტიკისა და თერაპიის ეფექტური მეთოდების მიგნებას.