პაატა იმნაძე ქართულ პირბადეზე - მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე სოციალურ ქსელებში საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი პირბადეების კრიტიკას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
Sputnik
პაატა იმნაძე ქართულ პირბადეზე - მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას
„მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთები გამოუშვას, იმიტომ რომ ასეთი რაღაცები მოსწონს ხოლმე. მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობით, რომლებიც არსებობს ბაზარზე... მსოფლიოში დღეს ყველგან დეფიციტია. მე რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვნახე პირბადით, ამის დიზაინი უკეთესია", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს ქართული წარმოების პირბადით მივიდა.

ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადეები მსხვილ სააფთიაქო ქსელებში 50 თეთრად იყიდება და, სპეციალისტების აზრით, წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში ადამიანებს აბსოლუტურად იცავს.