COVID-19 - ბოლო ცნობები

ეზუგბაია: ქართული წარმოების პირბადე ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქართული წარმოების პირბადეები წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში ადამიანს  აბსოლუტურად  იცავს
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. ქართული წარმოების პირბადე ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ის ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან სრულად იცავს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ქართული წარმოების პირბადეები, რომელებიც გაყიდვაში უკვე გამოჩნდა, სოციალურ ქსელებში მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.

სააფთიაქო ქსელებში ქართული პირბადეები უკვე გამოჩნდა>>

ეზუგბაიას განცხადებით, პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის უსაფრთხოების სამსახურის მიერ.  

„ტელესივრცეში და სოციალურ ქსელში ქილიკობენ საქართველოში წარმოებულ პირბადესთან დაკავშირებით. მოსახლეობას ვეუბნები, რომ ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან, ასევე Covid-19-სგან. ის ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამიტომ, ვეუბნები მოსახლეობას, რომ ეს პირბადე არ არის საშიში, ის თქვენ დაგიცავთ და ამის მოხმარება შეიძლება“ , – განაცხადა მან.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმაც. მათი თქმით, ქართული წარმოების პირბადეები წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში მომხმარებელს აბსოლუტურად იცავს.

პაატა იმნაძე ქართულ პირბადეზე - მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას

საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი პირბადეები „ავერსის“, „ფარმადეპოს“, PSP-სა და GPC-ს სააფთიაქო ქსელებში უკვე იყიდება,  თითო მომხმარებელზე სამი ცალი გაიცემა და მისი ფასი 50 თეთრია.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ნაწარმოები პირბადე დელიკატური რეცხვის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია დიდხანს იმყოფინოს. ამასთან, პირბადეებს შესაბამისი ინსტრუქციაც მოჰყვება. პირბადის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მობილიზებას ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა ქვეყნიდან ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალოები პირბადეებს უსასყიდლოდ კერავენ, ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა ერთ ლარზე მეტი უჯდება.