COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსისგან 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 230 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 3 პაციენტი, კარანტინში იმყოფება 4908 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა, ნათქვამია მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230-ს მიაღწია, გარდაიცვალა 3.

კარანტინში იმყოფება 4908 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 429 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.