COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4672, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 373 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 234-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4672, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 373 პაციენტია.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.