თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ბაგები–წყნეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერმა გზის სავალი ნაწილი ჩახერგა, რამაც გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
„ჩამოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობის მიწის მასა, დაახლოებით ნახევარი გზა იყო დაფარული. სავალი ნაწილი უკვე გაწმენდილია, ამჟამად დროებითი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს, რათა უსაფრთხო იყოს გადაადგილება“, - განაცხადა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბულაძემ.
მისი თქმით, გზაზე მოძრაობა დღის განმავლობაში სრულად აღდგება.