COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისი დაეხმარა: სომხეთის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლეს

მანამდე საქართველოში მყოფი სომხეთის მოქალაქეები სამშობლოში სომხეთის საელჩოს ორგანიზებით დაბრუნდნენ.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. სომხეთის მოქალაქეებმა საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნება შეძლეს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ საქართველოში სომხეთის საელჩოზე დაყრდნობით.

„საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად შესაძლებელი გახდა თურქეთიდან ჩვენი 73 მოქალაქის საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის მოქალაქეები თურქეთიდან ორი ავტობუსით გადმოიყვანეს. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება საკუთარ თავზე აიღო სომხეთის საელჩომ – შეხვედრა, საკვებითა და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა, ასევე საქართველო–სომხეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ბაგრატაშენამდე“ მიცილება. 

მანამდე საქართველოში მყოფი სომხეთის მოქალაქეები სამშობლოში სომხეთის საელჩოს ორგანიზებით დაბრუნდნენ. მარტის ბოლოდან საქართველოდან სომხეთში 84 ადამიანი დაბრუნდა.