ვარჯიში სახლის პირობებში VS ჰამბურგერი - თქვენ რომელი ტიპაჟი ხართ? - სახალისო ვიდეო

გლობალური პანდემიის გამო ადამიანების უმეტესობა სახლში ზის და ცდილობს თავისუფალი დრო სასარგებლო საქმეებზე დახარჯოს. დღეს აქტუალური სახლში იმ საქმეების კეთებაა, რაზეც აქამდე დრო არ რჩებოდათ, ხშირად ეს ვარჯიშია.
Sputnik

ვიდეოში ჩანს, რომ გოგონა, რომელიც, სავარაუდოდ, ფიტნეს-ინსტრუქტორია, სახლის პირობებში ვარჯიშის რეკომენდაციებს უწევს ახალგაზრდა კაცს, რომელიც საგულდაგულოდ კი უსმენს, თუმცა ამ დროს ე.წ. არაჯანსაღ საკვებს გემრიელად მიირთმევს.