თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა, დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ დინამიკაზე - მის დამძიმებაზე, ან პირიქით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 9 აპრილისთვის>>
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.
„ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე, ან პირიქით, ვნახოთ. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 214-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 50, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4722 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 408 პაციენტია.