COVID-19 - ბოლო ცნობები

„ლიფი შეუხსნა...“- კარანტინში ქალი ექიმმა სექსუალურად შეავიწროვა? - სამინისტროს განცხადება

უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამტკიცებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ქალი საკარანტინო დაწესებულებაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი, აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ესპანელი ტურისტი „ჭრელი აბანოების“ მექისეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

უწყების ინფორმაციით, სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და შემდგომ რეაგირებას გამოძიების შედეგის შესაბამისად.

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ საკარანტინო სივრცეში მყოფ ერთ-ერთ ქალზე ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. მისი თქმით, კარანტინში ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაფიქსირდა. პატარაის განცხადებით, შევიწროების მსხვერპლმა ქალმა ანონიმურად დარჩენა ისურვა.

„სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ბაბუაჩემის პრეზიდენტობის დროსაც ვიყავი“– სოფო შევარდნაძე

„კარანტინში იყო მოთავსებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეამოწმა ექიმმა. რეალურად, სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ექიმმა ამ ქალს მოსთხოვა, რომ გაეხადა ფილტვების მოსასმენად. ამ გოგონამ უარი განაცხადა სრულ გაშიშვლებაზე. მას შემდეგ, რაც ფილტვებს მოუსმინა და ლიფი შეუხსნა, ექიმმა პაციენტს მოსთხოვა დაწოლილიყო, რათა მისთვის სახსრები გაესინჯა. ამ პროცესში, როდესაც „სახსრებს უსინჯავდა”, არაერთხელ ჰქონდა ადგილი ძალიან არასასიამოვნო შეხებას”, – განაცხადა პატარაიამ.

ბაია პატარაიას თქმით, შემთხვევის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა, გამოიკითხა ექიმი, რომელმაც დაადასტურა კარანტინში მოთავსებული ქალის „ასეთი გასინჯვის ფაქტი”.

მსოფლიოს ულამაზესი ქალი ხელძღვანელობის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას ითმენს

ქვეყანაში ამ დროისათვის 214 ინფიცირებულია, გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4559, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 353 პაციენტია.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.