ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების დაინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულ ექვს ახალ პაციენტზე საუბრობს.
Sputnik
ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების დაინფიცირების წყარო ცნობილია
„სამი არის იმერეთის რეგიონში, ქუთაისში გადაყვანილი, სამი თბილისში. არც ერთი არ არის შიდა გავრცელება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ყველა არის შემოტანილი შემთხვევა. წყარო არის ცნობილი. ეს ნიშნავს, რომ არ არის მეორეული, მესამეული, მეოთხეული გადაცემა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 214 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 მოქალაქე“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განმარტებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან მათ ცენტრში არც ერთი არ არის დადასტურებული.