COVID-19 - ბოლო ცნობები

დეკანოზი მათ, ვინც სახლიდან უტრანსპორტობის გამო ვერ გადის, საკუთარ მანქანას სთავაზობს

კორონავირუსის პანდემიის გამო მოქალაქეებს სახლში დარჩენა უწევთ და მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდებიან ქალაქში, რაც ერთგვარი დისკომფორტია, რადგან საგანგებო მდგომარეობის გამო ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. დეკანოზი ზაზა სულაბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მზადაა, ნებისმიერ ადამიანს მოემსახუროს, ვინც მაღაზიაში პროდუქტის ან წამლების საყიდლად უტრანსპორტობის გამო ვერ მიდის.

მისი თქმით, ძალიან გახარებული იქნება, თუ შემოთავაზებას ვინმე მიიღებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 214-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. 

სვანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4559, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 353 პაციენტია.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.