COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს თურქეთიდან სამშობლოში დააბრუნებენ

სტამბოლიდან საქართველოს მოქალაქეს რეანომობილით ჩამოიყვანენ. შემდეგ კი ის შესაბამის კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სტამბოლში კორონავიურუსი დაუდგინდა,   სამშობლოში ბრუნდება, იუწყება პირველი არხი საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზადაა

საქართველოს მთავრობამ მარტის შუა რიცხვებში საზღვრები ჩაკეტა, 21 მარტიდან 21 აპრილამდე კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საქართველოს მოქალაქე 20 დღის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. სტამბოლიდან მას რეანომობილით ჩამოიყვანენ. შემდეგ კი ის შესაბამის კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.

საქართველოს საგარეო სამინისტროს  ცნობით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების ფონზე, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და შესაბამისი უწყებების ძალისხმევით, ამ ეტაპზე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

„საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 9 აპრილისთვის >>

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით ექვსი ავიარეისი შესრულდება. 10 აპრილს განხორციელდება რეისი თბილისი–ლარნაკა–თბილისი, 12 აპრილს – ბერლინი-თბილისი და 14 აპრილს – ამსტერდამი-თბილისი.