COVID-19 - ბოლო ცნობები

შექმნილია ანტიბაქტერიული ნიღბები ნანოსაფარველით: სიახლე ჩაკეტილი ქვეყნიდან

ახალი ნიღაბი, ანადგურებს რა ჰაერში არსებულ სხვადასხვა სახის ბაქტერიებსა და ვირუსებს და აკავებს წვრილდისპერსიულ ნაწილაკებს, ადამიანებს სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალებას აძლევს.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ჩრდილოკორეელმა მეცნიერებმა COVID-19-თან ბრძოლისთვის ახალი ანტიბაქტერიული ნიღაბი შექმნეს, რომელსაც ნანოსაფარველი აქვს, იუწყება გამოცემა Daily Sun კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით. 

COVID-19-ით სიკვდილიანობის დონე მაღალია იქ, სადაც ჰაერში ეს ნაწილაკებია: ჰარვარდის კვლევა

​გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბებს, ქვეყანაში მოპოვებული მასალების გამოყენებით, უკვე აწარმოებს ფხენიანის სამედიცინო აღჭურვილობის ქარხანა.

„ნანოპრეპარატით დამუშავებული ახალი ნიღაბი, ანადგურებს რა ჰაერში არსებულ სხვადასხვა სახის ბაქტერიებსა და ვირუსებს და აკავებს წვრილდისპერსიულ ნაწილაკებს, ადამიანებს სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალებას აძლევს“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სიახლის შემქმნელი ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილე ლი ჩჟედოკი აცხადებს, რომ ახალ ნიღაბს მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები აქვს. მისი თქმით, პროდუქცია სრულად შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ნიღბების ტექნიკურ მახასიათებლებს.