მსოფლიო დღეს

რიკი მარტინმა და მისმა ქმარმა მეოთხე ვაჟის ფოტო გამოაქვეყნეს

აღსანიშნავია, რომ წყვილი უკვე ზრდის ქალიშვილ ლუსიასა და ტყუპ ვაჟებს — მატეოსა და ვალენტინოს, რომლებიც ასევე სუროგატი დედისგან ჰყავთ.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. პოპ–მომღერალმა რიკი მარტინმა პირველად გამოაქვეყნა თავისი ხუთი თვის ბიჭუნას ფოტო, რომელიც მას და მის ქმარ ჯვან იუზეფს სუროგატი დედისგან შეეძინათ.

„რენ მარტინ–იუზეფი. პატარა სახლშია“, წააწერა ფოტოს მომღერალმა Instagram–აკაუნტზე.

იმის შესახებ, რომ რიკი მარტინი მეოთხედ გახდებოდა მამა, ცნობილი 2019 წლის სექტემბერში გახდა. მაშინ მომღერალს ამერიკის ლგბტ–თემის სადღესასწაულო ვახშამზე ორგანიზაცია Human Rights Campaign–იმ ჯილდო გადასცა გეების დაცვისა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის. სწორედ ამ წვეულებაზე გაამმხილა რიკი მარტინმა, რომ ის და ჯვან იუზეფი შვილს ელოდებოდნენ სუროგატი დედისგან.

აღსანიშნავია, რომ წყვილი უკვე ზრდის ქალიშვილ ლუსიასა და ტყუპ ვაჟებს — მატეოსა და ვალენტინოს, რომლებიც ასევე სუროგატი დედისგან ჰყავთ.