ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობიდან გადადგა

უცნობია, რა მიზეზით გადადგა ქუთაისის მერი ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ყველასათვის მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკიდანაც წავიდა.

გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერად 2017 წელს აირჩიეს. მან ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მმართველი პარტია „ქართლი ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ მიიღო და არჩევნების მეორე ტურში (87,95%) გამარჯვება მოიპოვა.

 „2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც... მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები“, – დაწერა ჭიღვარიამ თავის Facebook-გვერდზე.
ვანსა და ქობულეთში, შესაძლოა, კონტროლი გამკაცრდეს

გიორგი ჭიღვარია თანაგუნდელებს მადლობას უხდის და ქუთაისს წარმატებებს უსურვებს. 

უცნობია, რა მიზეზით გადადგა ქუთაისის მერი ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა.

ქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნები საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ექვს თვეში გაიმართება. მანამდე კი ქალაქის თავის მოვალეობებს ჭიღვარიას სამი მოადგილიდან ერთ-ერთი შეასრულებს.

ქუთაისში დაახლოებით 141 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ბოლო დრომდე ქუთაისს ჰქონდა საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, თუმცა 2019 წლიდან პარლამენტი თბილისს დაუბრუნდა, ქუთაისში კი ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო, რომელმაც 2020 წელს პირველი სტუდენტები უნდა მიიღოს.