„ჩემი სიყვარული მილიონიც კი მიღირს“ – ყარაჯალაში ნიშნობა 21 ათასი ლარი დაუჯდათ - ვიდეო

ნახეთ ვინ არის წყვილი, რომელსაც ყარაჯალაში ნიშნობა, კარანტინის გამო, 21 000 ლარი დაუჯდა. ამის მიზეზი კომენდანტის სააათის დროს გაკეთებული სიურპრიზი აღმოჩნდა
Sputnik

კომენდანტის საათის დროს სოფლის სტადიონზე სასიძომ გუ­ლის ფორ­მის ცეცხლი დაანთო და საცოლეს ხელი ასე სთხოვა. უეცრად სამართალდამცავები გამოჩნდენ და ისინი დააჯარიმეს. ახალგაზრდა წყვილი აცხადებს, რომ ეს თანხა თავადვე უნდა გადაიხადონ, რადგან მათ მეგობრებს აღნიშნული თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ.